მთავრობის გათვლებით ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.5-ის ნიშნულთან იქნება. სწორედ ეს კურსია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში.
ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 18.12 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 14.195 მლრდ ლარის ოდენობით იქნება, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 3.9 მლნ.
პროექტში ასევე ჩადებულია, რომ მომავალ წელს ვალდებულებების ზრდა 2.038 მლრდ ლარი იქნება.