ჯონი დეპთან სკანდალურად დაშორების შემდეგ, მსახიობ ემბერს ჰერდს ხანმოკლე რომანი ბიზნესმენ ილონ მასკთან ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, 30 წლის ლამაზმანი პირადი ცხოვრების მოწყობას განაგრძობს. პაპარაცებმა მსახიობი ახალგაზრდა, უცნობი მამაკაცის გარემოცვაში დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჰერდი ავსტრალიაში იმყოფება, სადაც მისი მონაწილეობით ფილმ „აკვამენის“ გადაღებები მიმდინარეობს.
ფოტოც და ვიდეოც, რომლებიც ქსელში გავრცელდა, საკმაოდ უხარიხსოა, ამიტომ დანამდვილებით იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად ჰერდია, რთულია. უცნობია ისიც, ეს ფილმის გადაღების ერთ-ერთი ეპიზოდია და თუ მსახიობის რეალური ცხოვრების მონაკვეთი.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ვიდეო ემბერის სახლის ეზოშია გადაღებული, რომელიც მან სპეციალურად გადაღებებისთვის დაიქირავა.
Amber Heard no maior amasso com um homem misterioso na Austrália essa semana, via PageSix: pic.twitter.com/13sT7fHAOU
— Cultua POP (@cultuapop) 29 September 2017