LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს სიცანცარე ჩვენთვის არის აუხსნელი“ – რატომ არ ითხოვს ალეკო ელისაშვილის პარტია მანდატების გაუქმებას?

125
Untitled-1

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ოპოზიცური პარტიების ნაწილმა პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამ პარტიებს შორის არ არის „მოქალაქეები.

გადაცემა „რეალურ დროში“ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმების გარეშე საკანონდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს, თუმცა ვიდრე პროცესი არ დასრულდება, მანდატის გაუქმების მოთხოვნა, მისი თქმით, არასერიოზულია და ოპოზიციური პარტიების არათანმიმდევრულობაზე მიანიშნებს.

„თანმიმდევრულები ვართ ბოიკოტშიც, იმიტომ რომ არ გავცუნცულებულვართ და არ დაგვიწერია ცესკოს მიერ დაანგარიშებული თანხაზე მოთხოვნა. ასევე თანმიმდევრულები ვართ მოლაპარაკების პროცესშიც. ეს სიცანცარე ჩვენთვის არის აუხსნელი: თან მანდატებს ხევ, თან იძახი მოლაპარაკების მაგიდასთან ვართო. რატომ აკეთებ ამას? თუ შეთანხმდი და ხელს თუ მოაწერ, მერე ხომ უნდა შეხვიდე პარლამენტში? ანუ დახეული მანდატის აღდგენის თხოვნით უნდა მიმართო ირაკლი კობახიძეს, რომელიც რა თქმა უნდა დაგცინებს.“– განაცხადა ალეკო ელისშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „რეალურ დროში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g