Rento Safety კოვიდუსაფრთხოების ყველაზე სანდო და აღიარებული კომპანიაა საქართველოში. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ფიქრობდა და მუშაობდა იმაზე, თუ რა უნდა შეგვექმნა დღევანდელ რეალობაში ისეთი, რაც კორონა ვირუსის სწრაფ გავრცელებას შეაკავებდა.
ეს არის ჩვენი პასუხი ზემოაღნიშნულ გამოწვევაზე – თუ ინფიცირებული ხარ, ან კონტაქტი გქონდა კორონა ვირუსით ინფიცირებულ პირთან, უბრალოდ დარჩი სახლში, ჩვენ მოვალთ 1 საათში.
სწრაფი ტესტი ანტისხეულზე – ალბათობა 75-80% | პასუხი 15 წუთში | პროცედურა – ჩხვლეტა | ფასი – 70 ლარი.
სწრაფი ტესტი ანტიგენზე – ალბათობა 80-85%| პასუხი 15 წუთში | პროცედურა – ცხვირხახის ნაცხი | ფასი – 105 ლარი.
PCR ტესტი – ალბათობა 90-95% | პასუხი 24 საათში | პროცედურა – ცხვირხახის ნაცხი | ფასი 150 ლარი.
სწრაფი ტესტის გამოძახება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, ცხელ ხაზზე დარეკვით. ლაბორატორია თქვენთან დარეკვიდან 1 საათში მოვა.
ცხელი ხაზი 032 2 830 829
ქვეყნის წამყვან ლაბორატორიებთან პარტნიორობით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით შევქმენით შესაძლებლობა, რომელიც პირდაპირ ამცირებს კორონა ვირუსის გავრცელების რისკებს. გადავამზადეთ პროფესიონალი, კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ყველა უსაფრთხოების წესის და რეგულაციის დაცვით, მაღალი ხარისხის სამედიცინო ეკიპირებით, მოვლენ თქვენთვის კომფორტულ ადგილზე დარეკვიდან 1 საათში და ჩაგიტარებენ თქვენთვის სასურველ ტესტს (PCR, ანტი გენი, ანტი სხეული).
ნუ გამოხვალთ გარეთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციას, ნუ ჩაჯდებით ტრანსპორტში, ნუ შეეხებით ლიფტებს, მოაჯირებს, ადამიანებს; ნუ იდგებით ლაბორატორიის რიგში, ნუ დაისტრესებით; დარეკეთ ცხელ ხაზზე და ჩვენ მოვალთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ზარის განხორციელებიდან 1 საათში.
ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზად არის, 24 საათის განმავლობაში იყოს თქვენს სამსახურში.
ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში პასუხი გეცოდინებათ და, რაც მთავარია, ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ არცერთი წესი და რეგულაცია არ გექნებათ დარღვეული. სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და ძალიან სწრაფად შეიტყვეთ თქვენი კოვიდ-სტატუსი. დაიცავით სხვები და საკუთარი თავი. ერთად შევაჩეროთ კორონა ვირუსი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
#რენტოგიცავს ყველგან და ყოველთვის.

