ცნობილი ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადასაღებად მივიდა და გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორი შეფუთული შეუშვეს საავადმყოფოში.
,,ასე შემფუთეს საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსთან მებრძოლი მედპერსონალის გადასაღებად.
სულაც არ იყო ადვილი ასე მუშაობა.
ხოლო ექიმები კიდევ უფრო მეტად არიან შეფუთულები. ასე დიდხანს ყოფნა უაღრესად რთულია, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. საავადმყოფოში ხომ უამრავი კოვიდპაციენტია?
ექიმებს მხოლოდ თვალები მოუჩანთ, საიდანაც დაღლილობა იკითხება, მაგრამ არა უიმედობა.
მათი იმედია ის, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
დიდი მადლობა მედიკოსებს!”