LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაძლიერებელია: რა გამოწვევებზე საუბრობს გახარია

126
BeFunky-collage (1)

“ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაგრძელებელია, ისევე, როგორც სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიამ ვრცლად ისაუბრა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის გაძლიერებაზე:

“იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები, რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა.”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელმწიფო სოციალური პროგრამები:

“ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას თითოეული ჩვენი მოქალაქის შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება, მათი იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება, კონკრეტული გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობდით და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რჩება და ხდება, რამეთუ თითოეული ჩვენი სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულის, დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელწმიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს. ამიტომ, ის პროგრამები, რომელიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და ჩვენი დევნილების დახმარების პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება.” – განაცხადა გახარიამ.

საკონსტიტუციო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენს.

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, საგადასახადო შეღავათები გადაიხედება – გახარია

 

mazda magti 5g