LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება მოვახერხეთ – გახარია

92
გახ22

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე საკმაოდ ფრთხილად უნდა ვისაუბროთ, რადგან თვასაჩინო შედეგები ჯერ არ არის.

„ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ ცვლილებების საბოლოო კონტურები დავინახოთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციონირება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე მკაფიოდ დააფიქსიროს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ საქართველოში უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერსების გაძლიერების თვალსაზრისით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩვენს რეგიონში ყოფნა გავაძლიეროთ. იმიტომ, რომ რეგიონში მოვლენების ბოლო განვითარების შედეგი გახლავთ ის, რომ ან გაძლიერდა, ან გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა. ამისთვის დღეს ყველაზე ნათელი ნაბიჯი და ლოგიკური ქმედება უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეგიონში ყოფნა მაქსიმალურად გავაძლიეროთ“, – აღნიშნა გახარიამ.

რატომ დასახელდა მთავრობა ძველი შემადგენლობით: გახარია 2 მიზეზს ასახელებს

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაძლიერებელია: რა გამოწვევებზე საუბრობს გახარია

მისი თქმით, საქართველომ მძიმე გამოწვევების მიუხედავად ნეიტრალიტეტის დაცვა მოახერხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, საქართველომ შეძლო ფრთხილად ნეიტრალიტეტის დაცვა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა ჩვენს მეზობლებთან, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის საბაზისო მოთხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომში ჩვენი რეგიონული ფუნქციის შესრულება შევძლოთ. ეს არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ეს ჩვენის საერთო მიზანი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g