LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ვაქცინაში 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს – ჯერ არ არის გადაწყვეტილი რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში: ტიკარაძე

246
ეკა 22

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „კოვაქს პლატფორმასთან“ მოლაპარაკებები სექტემბრიდან მიმდინარეობს.

როგორც ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ვაქცინისთვის საქართველოს 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს.

„ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ უკვე გვაქვს გადახდილი 16 მილიონი ლარი, რომელიც არის მეოთხედი იმ ღირებულების, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ავცრათ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავად მწარმოებლებთანაც.

„კოვაქს პლატფორმის“ გარდა, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომელიც არის პროცესში, ჯერჯერობით მეტი დეტალის დასახელება შეუძლებელია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ განმარტა, რომ ყველა ცივი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა ვაქცინების შემოსატანად, დღეს ქვეყანაში არსებობს.

„ასევე ჩვენ გვაქვს სრული ხედვა იმის, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში შემოტანა, ქვეყნის გარეთ არსებული ლოჯისტიკა როგორ უნდა იყოს დალაგებული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელი კონკრეტული ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ვინაიდან ჩვენ ვართ „კოვაქს პლატფორმაზე“ გაერთიანებული და ამ გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მოხდება. სავარაუდო დრო არის თებერვლის ბოლო მარტის დასაწყისი. თუმცა ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ, რომ უფრო ადრე მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რომელიც იქნება პირველ რიგში უსაფრთხო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g