LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს, საქართველომ უცხოეთში თითქმის 15 მილიონი დოლარის მანდარინი გაყიდა

78
960-3ef9d4f9bf2e8cb8d52ef0e55da1baf0

საქართველოდან, 2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში, 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 13%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7%-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (17.3 ათასი ტონა), სომხეთსა (6.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (4.8 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, სლოვენიასა და ყაზახეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g