LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოთხი Toyota Tundra ყინულის ტყვეობიდან გადაარჩინეს

48
tundra2012

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ოთხი Toyota Tundra–ს პიკაპის სამაშველო ოპერაციაა ასახული. ავტომობილების მძღოლები კოლორადოს შტატის მთიანი მასივის დასაპყრობად გაემართნენ, თუმცა ამინდის მკვეთრი ცვლილების გამო კროსოვერები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

უგზოობის მოყვარული ჯგუფი ყველაზე რთული ტრასების დასატესტად ხშირად დადის ხოლმე. წესით, პრობლემა არც ამჯერად არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მძღოლებმა ამინდის მკვეთრი ცვლილება ვერ გათვალეს. მგზავრობის დროს უცებ აცივდა და მთის ქედები გაიყინა. ერთ–ერთ ასეთ ქედთან მისვლის შემდეგ მათ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

მძღოლებს ვერც თავისი ავტომობილების რწმენა დაეხმარათ, ყინულისგან თავის დაღწევის მცდელობის დროს კროსოვერები დაგორდნენ და თოვლიან ხეებში გაიჭედნენ.

პიკაპების დასახმარებლად ადგილობრივი მოხალისეები გაემართნენ. სამაშველო ოპერაცია მთელი დღე გრძელდებოდა და მასში 10–მდე ადამიანი მონაწილეობდა. პროფესიონალური მიდგომის დამსახურებით, ავტომობილები ყინულისგან ისე იხსნეს, რომ საერთოდ არ დაუზიანებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები