რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის ფრენების განრიგიდან ირკვევა, ერევანი-თბილისი-ერავანის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია Armenia ფრენებს 5-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს.
სააგენტო „ავიანიუსი“ წერს, რომ გამორიცხული არ არის, ავიაკომპანიამ რეისები 15 იანვრის შემდეგაც განახორციელოს.
5-8-10-13-15 იანვარს, ერევანი-თბილისი-ერევანის საჰაერო ხაზზე Armenia დღეში ორი სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია მგზავრებს როგორც ერევანი-თბილისის, ასევე თბილისი-ერავანის მიმართულებაზეც მოემსახურება.