LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

55

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს. ათამდე პირის დაკავებაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები