LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საქართველოს დაცული ტერიტორიების ბინადრები ახალ წელს გვილოცავენ

114
133592537-3706645539402023-5195582100253682173-o

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მოსახლეობას შობა – ახალ წელს დაცული ტერიტორიების ბინადრებთან ერთად ულოცავს და სახალისო ვიდეორგოლს უზიარებს.

„თვალი გადავავლოთ თქვენს რჩეულ ვიდეოხაფანგების კადრებს. გისურვებთ სასიამოვნო თავგადასავლებითა და ახალი აღმოჩენებით სავსე წელს!“, – იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.

შეგახსენებთ, საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 596 156 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8.57 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g