ალბათ თქვენი შობა-ახალი წლის საყვარელ მუსიკალურ „ფლეილისტში“ ჯგუფი Wham!-ის კომპოზიციას Last Christmas საპატიო ადგილი უკავია. თუმცა, სავარაუდოდ არ იცოდით, რომ აღნიშნული კომპოზიცია ბრიტანული ჩარტების პირველ ადგილზე არასდროს განთავსებულა. ალახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ სინგლმა 36 წლის შემდეგ პირველად დაიკავა ჩარტების მოწინავე პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ სიმღერას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 9,2 მილიონჯერ მოუსმინეს. ჯგუფის წევრმა, ენდრიუ რიჯლიმ განაცხადა, რომ ამ შედეგით საკმაოდ გაოცებულია.
„36 წლის შემდეგ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, საოცრად გაოცებული და გახარებული ვარ. ეს ადასტურებს იმას, რომ კომპოზიცია ნამდვილად მაგიურია“, – აცხადებს Wham!-ის წევრი.
ცნობისთვის სიმღერა 1984 წელს, აწ გარდაცვლილმა ჯორჯ მაიკლმა დაწერა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მერაია ქერის საშობაო ჰიტიც, All I Want for Christmas Is You ბრიტანული ჩარტების სათავეში პირველად მოხვდა.