LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის ოჯახი თანახმაა, „საბურთალოელებს“ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ: რა წერია ჩიქოვანის აღიარებით ჩვენებაში

210
ჩიქოვანი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გასულ კვირას ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. გავრცელდა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და ასევე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება, სადაც ის თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

როგორც ცნობილია, გოგშელიძე, ჩხარტიშვილი და წაქაძე გიორგი შაქარაშვილის ცემის საქმეში არ მონაწილეობდნენ.

შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებული სამი პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახს პრობლემა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან მხოლოდ ამ სამი პირის მიმართ არ ჰქონია.

“აგრესია და პრეტენზია ამ პიროვნებების მიმართ არ გვქონდა”: შაქარაშვილის საქმეზე „საბურთალოელებს“ ათავისუფლებენ?

„ჩვენ თავის დროზეც ვესაუბრეთ მხარეებს და დავაფიქსირეთ, რომ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მითუმეტეს, რამდენადაც ვიცი, მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა. საერთო ჯამში, ოჯახს პრობლემა მხოლოდ ამ სამ პირზე არ ჰქონია“, – ამბობს მირიან ნიკოლაძემ.

გთავაზობთ, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენების ნაწილს, რომლის მიხედვით დაკავებულ სამივე პირს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ.

„მე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვადასტურებ რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია, ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება. 

შესაბამისად, მე ვახტან ჩიქოვანი ვარ თანახმა ბრალდებულებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგეშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით,” – ვკითხულობთ ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენებაში. 

საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატების განცხადებით,  ბრალდებულებზე ამნისტიის აქტი ისედაც იმოქმედებს, შესაბამისად, მათი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g