LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე 24 საათში 565 პირი დააჯარიმეს

74
BeFunky-collage (8)

ბოლო 24 საათის განმავლობაში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ადამიანი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,  565 ფიზიკური პირი დაჯარიმდა

ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g