ქვეყანაში მენეჯმენტის პრობლემაა, საჭიროა საქართველოდან უცხოეთში წასული ახალგაზრდა კადრები დავაბრუნოთ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ დროა, ამ კუთხით სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
„ამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტი უნდა. დაუღალავი შრომა და ჩვენთან კომუნიკაცია სჭირდება, მთავრობა და ბიზნესი ამ სატკივარებს დარგების მიხედვით უნდა გადიოდეს. საზღვარგარეთ რომ არიან ჩვენი კარგი გოგო-ბიჭები, არ არიან იქ ისეთი ანაზღაურებით, რომ არ ღირდეს ამაში ინვესტირება. მაქსიმუმ 2-3 ათასი ევრო აქვთ ხელფასი. ყველა აქეთ არის წამოსაყვანი. ცალკე მუხლია ბიუჯეტში საჭირო, რომ არ იყოს სულელური მუხლების დაფინანსება და დაფინანსდეს ზუსტად ამ კადრები ხელფასების სუბსიდია. ეს ნაწილი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. აქ არ არის დიდ თანხებზე საუბარი“, – ამბობს პაპაშვილი.