LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას საფრთხე არ ელის – დავით ზალკალიანი

56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის, განცხადებით, იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არანაირი საფრთხე არ ელის.

„ეს არანაირი ვიზიტი არ არის და მხოლოდ კერძო პირის ინიციატივას წარმოადგენს,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში ე.წ. ვიზიტის შეფასებისას.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.

“ეს არის უფრო სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობა. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად ინფორმირებულია და არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადია,“  – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იქმნება ყველაზე ხშირად მსგავსი პრობლემა იტალიაში და ფიქრობს თუ არა, რომ იქ ქართული დიპლომატია არასათანადო ნაბიჯებს დგამს, ზალკალიანის თქმით, საქაღთველოს მხრიდან რეაგირება მყისიერია.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში ე.წ. სამუშაო ვიზიტით პროვინცია პეზარო-ე-ურბინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მიწვევით ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები