„ექსპო ჯორჯიასთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 სამოქალაქო აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ. ვითარება აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის ბანერის გაშლის მცდელობისას დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გაშლილი ბანერით გადაეკეტათ გზის სავალი სივრცე.