LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა: ჯანმო-ს ხელმძღვანელი

306
jano

მსოფლიო კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით ”კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გასულ წელს 44, წელს კი უკვე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. იგი ქვეყნებსა და მწარმოებლებს ვაქცინების დოზების მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს.

”პირდაპირ უნდა განვაცხადო – მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა და ეს მარცხი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში სიცოცხლისა და საარსებო წყაროების ფასად დაგვიჯდება”. – აღნიშნა მან.

ჯანმო-ს დირექტორმა უთანასწორობის მაგალითად ის ფაქტი მოიყვანა, რომ 49 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვაქცინების 39 მილიონ დოზაზე მეტი გახარჯეს, როდესაც ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ ვაქცინის მხოლოდ 25 დოზა მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g