LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კოოპერატივი ჰოლანდიაში ბალახეულ ჩაის გაიტანს

57

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარი კოოპერატივი „კონა“ ნიდერლანდებში საქონლის ექსპორტისთვის ემზადება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, კოოპერატივს უკვე ჰყავს პარტნიორი კომპანია ჰოლანდიაში, რომელთან თანამშრომლობითაც საქონლის ექსპორტს გეგმავს. კოოპერატივი „კონას“ წარმომადგენლებმა DCFTA საინფორმციო ცენტრისგან მიიღეს შეთავაზება East Invest 2-ის ტრენინგში SME Academy მონაწილეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე ქართული კომპანიებისთვის იყო განკუთვნილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი ნატალია ფარცხალაძე აცხადებს, სწორედ ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დაეხმარა მას პარტნიორის მოძიებასა და ევროკავშირში ექსპორტის ძირითად დეტალებში გარკვევაში. კოოპერატივის წარმომადგენლები მუდმივად გადიან კონსულტაციას DCFTA საინფორმაციო ცენტრის გორის ოფისთან ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. „კონას“ ძირითადი საწარმო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში მდებარეობს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, კოოპერატივი „კონა“ 5 წევრისგან შედგება. „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში, ოქსფამისა და მისი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, კოოპერატივი 2015 წელს შეიქმნა. საწარმოში 19 სახის ბალახეული მოჰყავთ, რომელიც საბოლოოდ ბალახეული ჩაის 12 კომპოზიციად იწარმოება. საწარმოში პროდუქტი გადის ყველა ეტაპს: მოყვანას, გამოშრობას და დაფასოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები