LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადება, რომელმაც ლინდა ევანგელისტა ასე შეცვალა (ფოტო)

1577

ლინდა ევანგელისტა წლების მანძილზე არ ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დაახლოებით ერთი წლის წინ მოდელის ამ ფორმაში გამოჩენამ თავყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიზუალურად რადიკალურად შეცვლილი მოდელის ფოტოებს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, იყო კრიტიკული კომენტარებიც.

ლინდა ევანგელისტა 1965 წელს დაიბადა და 90-იან წლებში ყველაზე პოპულარული მოდელების სიას ლიდერობდა. ის 700-ზე მეტი პოპულარული გამოცემის გარეკანზე მოხვდა.

90-იანების ეპოქის სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ლინდამ საზოგადოებრივი აქტივობა მთლიანად შეწყვიტა და გაუჩინარდა. პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის Vogue-ის 50 წლის იუბილეზე გამოჩნდა. მართალია მოდელი საგრძნობლად იყო მომატებული წონაში, თუმცა, მაინც ლამაზად გამოიყურებოდა. ერთი წლის თავზე კი პაპარაცებმა სუპერმოდელი სიდნეის ერთ-ერთი სასტუმროს აივანზე გადაიღეს, სადაც მისი ცნობა თავად ფოტოგრაფებსაც გაუჭირდათ. წონის მატებასთან ერთად, ლინდა ევანგელისტა სახეზეც საკმაოდ შეცვლილია. ამერიკული მედია წერს, რომ ამის მიზეზი ავადმყოფობაა. ცნობილი გახდა, რომ ევანგელისტას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, რამაც ჰორმონალური დისბალანსი და წონაში მკვეთრი მატება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g