ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. ყოფილმა პრემიერმა ხმა ნიშნიანიძის ქუჩაზე მდებარე მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა. უბანზე ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელი მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად გამოცხადდა. ყოფილ პრემიერს არჩევანის დაფიქსირების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.