LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულით კაპიტოლიუმიდან“ – ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადება

119
38222380-0-image-a-79-1611096311146

როგორც ცნობილია, ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი დღეს 20 იანვარს, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე იმღერებენ. 34 წლის გაგა ნაციონალურ ჰიმნს შეასრულებს, ღონისძიებას კი ტომ ჰენკსი გაუძღვება. საზოგადების წინაშე ასევე ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო და ჯონ ბონ ჯოვი წარდგებიან.

პოპ-ვარსკვლავმა, ლედი გაგამ რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში რეპეტიციის ფოტოები გაავრცელა და საზოგადოებას საკუთარი ემოციაც გაუზიარა.

„ვლოცულობ, რომ ხვალ მშვიდობიანი დღე იყოს ყველა ამერიკელისთვის. ჩვენი ოცნებაა, რომ თითოეული ჩვენგანი უსაფრთხოდ იყოს. სიყვარულით კაპიტოლიუმიდან“, – აცხადებს გაგა.

ცნობისთვის, ღონისძიება დღეს, 20 იანვარს, ჩვენი დროით 20:30 საათზე დაიწყება, ის 90 წუთს გაგრძელდება და ყველა წამყვან ამერიკულ ტელეარხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები