ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიოში განსხვავებული შეხედულებებია იმასთან დაკავშირებით, უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებმა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს მყარი იმუნიტეტი აქვთ, ვარაუდობენ, რომ სჯობია ასეთმა ადამიანებმა მაინც გაიკეთონ ვაქცინა.
ვისაც ალერგია აქვს, არ უნდა შეშინდეს, ალერგიულ პაციენტებს ვაქცინაციაზე არ აქვთ წინაღობა: კულუმბეგოვი
“თვლიან, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი იყოს, ვიდრე გადატანილი. მაგრამ პოზიცია ასეთია – პირველ რიგში არ აიცრებიან. პირველი ორი დოზის შემოტანას რომ ველოდებით ახლა, ამით არ აიცრებიან კოვიდგადატანილები. როდესაც უკვე საკმარისი რაოდენობა შემოვა და მასიური ვაქცინაცია იქნება, მაშინ კოვიდგადატანილებიც აიცრებიან“. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში.
აქვე შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 456.