LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხული მოსახლეობის 80% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 74 %-ის სურვილია, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი : NDI

84
FORTUNA.GE- (3)

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.

კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 80 %-ს სურს, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

მოსახლეობის 12 %-ს არ სურს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და მის მხარდაჭერას, ინსტიტუტის მიერ გამოკითხული ადამიანების 74%-ს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 16 % ამ გაერთიანების წინააღმდეგია, ხოლო პასუხი არ აქვს 9 %-ს.

შეგახსენებთ, NDI-მ კვლევის შედეგები გასული წლის ივნისშიც გამოაქვეყნა, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდა გამოკითხული მოსახლეობის 76%, ხოლო ნატოს წევრობას 69%.

NDI-მ კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით, 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა.

გამოკითხვა მოიცავს 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

mazda magti 5g