LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ს კვლევის შედეგებში სკეპტიციზმი ოპოზიციის მიმართ დიდია – პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია

115
unnamed

„NDI-ს კვლევის შედეგებში სკეპტიციზმი ოპოზიციის მიმართ დიდია“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველ პარტიასთან მიმართებაში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები პოსტკომუნისტურ კონტექსტზე მიუთითებს.

ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია, უბრალოდ ადამიანების დიდი ნაწილი კითხვაზე არ პასუხობენ: ლევან თარხნიშვილი

„თუ ყურადღებას მივაქცევთ, მმართველ პარტიასთან მიმართებაში პოსტკომუნისტური არჩევანის კონტექსტია, ანუ გამარჯვებულ პარტიას უფრო ხშირად ასახელებენ ხოლმე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი შემიძლია ვთქვა, რომ მეტი სკეპტიციზმი არის ოპოზიციასთან მიმართებაში და ეს თავისთავად აჩვენებს იმას, რომ  პოლიტიკური კრიზისის ფაქტორი ხელისუფლების გარდა, ოპოზიციისთვისაც არის, რომ მეტი მხარდაჭერა მიიღონ“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

უმუშევრობა, მედიკამენტების მაღალი ფასი, ეკონომიკური პრობლემები და პანდემიაეს ის საკითხებია, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ქვეყანაში კვლავ გადაუჭრელად რჩება.

უმუშევრობა, ფასების ზრდა, თუ კორონავირუსი: ქვეყნის 5 ყველაზე დიდი პრობლემა – NDI-ის კვლევა

პოლიტოლოგის შეფასებით, კვლევის მიხედვით, ჩანს, რომ პრიორიტეტები მიმართულებების მხრივ მოსახლეობას არ შეუცვლია.

„მოსახლეობა სოციალურ საკითხებს კვლავ პრიორიტეტად ასახელებს. პარადოქსია, რომ ბმას ამ საკითხებსა და კოვიდ მაჩვენებელს შორის მოსახლეობა არ ხედავს და ჩანს, რომ პანდემიის თემა შედარებით ქვემოთ არის ჩამოწეული. ეს აჩვენებს რომ მოსახლეობის ცნობიერება ამ მხრივ შედარებით ნაკლებია, რადგან ბმას არ აკეთებს იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც ამ საკითხებში წამოწია“,-განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g