LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშაოთ – პრემიერი

78
giorgi-gakharia-w-h

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საერთაშორისო საჰაერო ფრენების დაწყების და ამასთანავე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ“, – აღნიშნა გიორი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე და ეს უკიდურესად სამწუხაროა. „ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად “, – განმარტა გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციითვე, დღეს, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, იმ დარგებთან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი – დაიწყონ შეხვედრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g