LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ეტაპობრივი მოხსნა ჩვენთვის საერთოდ არ იყო არანაირი შემსუბუქება – ერეკლე კოკაია

134
600ed4be79583

ჩვენი ერთერთი მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მოგვცენ ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, არსებული შეზღუდვები ბიზნესსექტორისთვის მიუღებელია.

„არსებული შეზღუდვები ჩვენთვის მიუღებელია და ეს ეტაპობრივი მოხსნა ჩვენთვის საერთოდ არ იყო არანაირი შემსუბუქება. ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის, რომ პირველი თებერვლიდან მოგვეცეს საშუალება, რომ ზამთრის კურორტებმა იმუშაოს. გარდა ამისა, უკვე დრო არის დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ჩვენ გვაქვს ეს გეგმა შემუშავებული, აბსოლუტურად ყველა გამოწვევაზე გვაქვს პასუხი, შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გამოიღებს შედეგს.

რაც შეეხება იმას, რომ პრობლემები რაც შეიქმნა ზაფხულში, განსაკუთრებით აჭარაში, ეს იყო არა იმიტომ, რომ გაიხსნა ტურისტული სეზონი, არამედ იმიტომ, რომ თავად კომპანიები და დამსვენებლებიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ“, – აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g