„სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე მაყურებლის გაკვირვებას სხვადასხვა ორიგინალური საქციელით არ ერიდება. ტელეწამყვანი ახლახან კახეთში გახლდათ, სადაც ღვინის დაწურვაში მიიღო მონაწილეობა. მისი ფოტო გადაღების ადგილიდან მოგაგონებთ ადრიანო ჩელენტანოს მონაწილეობით ფილმს „ჭირვეულის მორჯულება“, სადაც ცნობილი მსახიობი დაახლოებით ასეთივე ქუდით წურავს ღვინოს.