LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ვაკანსია: ელიზაბეტ ll ინსტაგრამის მენეჯერს ეძებს

129
elisabed2021

მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალი ახალი თანამშრომლის ძიებაშია. ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ვაკანსია გამოქვეყნდა  – ელიზაბეტ მეორეს კომუნიკაციებში უფროსი დამხმარე ესაჭიროება. დამხმარის საქმიანობა სოციალურ ქსელებთან მუშაობას მოიცავს, მას უმაღლესი განათლება, საიტების ან სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება, ფოტო/ვიდეო კონტენტთან მუშაობა და ხალხთან კომუნიკაცია უნდა შეეძლოს.

ახალ თანამშრომელს ბუკინგემის სასახლის სოციალური ქსელების მართვა მოუწევს, რაც ახალი კონტენტის შექმნას(ფოტო, ვიდეო, ტექსტი) და ამ ექაუნთების მონაცემების ანალიზს გულისხმობს. ბუნებრივია, მისი უდიდებულესობა გამომწერების აქტიურობითაც დაინტერესდება და ინსტაგრამის–მენეჯრმა მას ეს მონაცემებიც რეგულარულად უნდა გააცნოს.

სამეფო სასახლის ახალი თანამშრომლის ხელფასი წელიწადში 27 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. სამუშაო კვირა 37,5 საათს მოიცავს და ვაკანსიების მიღება უკვე დაწყებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g