არ მგონია, რომ 2021–ში მივაღწევთ, ან მივუახლვდებით 2019 წლის შედეგებს. ნაკადები იქნება მცირე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაბილეთების ფასის ზრდას, – ამის შესახებ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი აცხადებს.
ის მთავრობის გადაწყვეტილებას უცხო ქვენის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესების გამარტივებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. როგორც ასათაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უფრო ადრეც უნდა მიეღოთ.
„შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს, რომ დღეიდან განახლდება რეისები, ეს ეტაპობრივი პროცესია, ავიაკომპანიებიც დააკვირდებიან მოთხოვნას და იმის მიხედვით განახლებენ ფრენებს. ამას არ ექნება სწრაფი ეფექტი, დაახლოებით 1 კვარტალში. დიდი მოლოდინი არ მაქვს, თუმცა გაზაფხულის ბოლოს შესაძლოა პირველი ნაკადები მივიღოთ. არ მგონია, რომ 2021–ში მივაღწევთ, ან მივუახლვდებით 2019 წლის შედეგებს. ნაკადები იქნება მცირე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაბილეთების ფასის ზრდას“ – აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა.