საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა, სასურველია სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედება. ყურადღება დაეთმო სექტორულ თანამშრომლობას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტების შესახებ.
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ქვეყანში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგები ადასტურებენ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ.