LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრს პირბადე თუ არ ეკეთება, ავტობუსი არ დაიძვრება, ფეხზე დგომის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა: ირაკლი ხმალაძე

133
BeFunky-collage (1)

“ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება, კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა, ხოლო ფეხზე დგომის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე- მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს.

“მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იქნება საღამოს “კომენდანტის საათის” დაწყებამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირა. რაც მთავარია, ტრანსპორტში პირბადის ტარება იქნება სავალდებული. კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელები და ავტობუსების შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან მგზავრი პირბადეს მოიხსნის”.- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსნებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩება.

magti 5g