ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ხმაურია. პარლამენტის წინ „დაუმორჩილებლობის მარში“ იმართება, რომლის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას აპირებდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე დაპირისპირება იყო.
ამის შემდეგ, „დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილის ცალ მხარეს მოძრაობის ნება დართეს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ე.წ.კომენდანტის საათის გაუქმება და სხვა არსებული რეგულაციების მოხსნა.
“დაუმორჩილებლობის მარშში” სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები.
“ნიღბები, პარაპლანი და ბუშტები” – ამ წუთებში თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია იმართება