LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიღბები, პარაპლანი და ბუშტები” – ამ წუთებში თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია იმართება

106
aqcia 3

სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესი და პოლიტიკოსები ამ წუთებში “დაუმორჩილებლობის მარშს” მართავენ. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, ისინი 21:00 საათზე, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ აწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც.

"ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება" - პარლამენტის წინ აქცია იწყება

ჩათვალეს, რომ გამოცხადებული შემსუბუქება უნდა ყოფილიყო საკმარისი მიზეზი, რომ პროტესტი არ შემდგარიყო, მაგრამ ვერ მივართვით

“ბევრი ადამიანი ვიქნებით თუ ცოტა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს „კომენდანტის საათს“ რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი დაარღვევს ერთად. პირობას ვიძლევდით, არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს და კლავს ბიზნესს. ამ რეგულაციებით ხელისუფლება პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს და პირდაპირ შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს. დღეს 9 საათზე ყველა ერთად დავიძვრებით და დავარღვევთ „კომენდანტის საათს“, ვივლით თბილისის ქუჩებში. წინ მშვენიერი, ფერადი, ხალისიანი და მუსიკალური საღამო გველოდება”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად მოტანილი აქვთ სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: ნიღბები, პარაპლანი, ბუშტები და დოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g