აშშ-ს საელჩო საქართველოს ნაკრებს წარმატებებს უსურვებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაშში!“,-წერს საელჩო.
დღეს, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და რუსეთს შორის სარაგბო მატჩი გაიმართება. მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

