LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მოქმედი წევრების, მათ შორის, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა: ცესკო

65
ცესკო

„საარჩევნო ადმინისტრაციის დღეს მოქმედ წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, აქვთ ვადა და ამ ვადის ფარგლებში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. საკითხი იმასთან დაკავშირებით, შეუწყდება თუ არა ვინმეს ვადა, არ განხილულა“,- ამის შესახებ  ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას კი, შარაბაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერ საკითხზე სათანამშრომლოდ მზადაა.

რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

„ჩვენ გავეცანით მემორანდუმის ტექსტს, შეკრების მონაწილეებს მოვახსენეთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერ საკითხზე სათანამშრომლოდ მზადაა. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული ხმის დამთველი მანქანებით პილოტირება გაკეთებული აქვს 2018-19 წლებში – ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისას და ყველა შედეგს, იქნება ეს საკანონმდებლო ბაზის, თუ ტექნიკური თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაცია  სამუშაო ჯგუფს გაუზიარებს“. – აღნიშნა შარაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტს არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისს მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g