მიუხედავად იმისა, რომ 46 წლის ბრედლი კუპერი და 35 წლის ირინა შეიკი განქორწინებულები არიან, საზოგადოება მათ დღემდე წყვილად მიიჩნევს. მათ 3 წლის ქალიშვილი, ლეა ჰყავთ და მის აღზრდაში ორივე თანაბრად იღებს მონაწილეობას.
ვარსკვლავური წყვილი ქალიშვილთან არაერთხელ ჩნდება, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბრედლისა და ლეას ერთობლივი ფოტოები, კუპერმა „ყველაზე მოდური მამის“ ტიტული არაერთხელ მოიპოვა.
ამჯერად პაპარაცებმა მამა-შვილი ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში, სოჰოში გადაიღეს.
ფოტოებმა ინსტრნეტსივრცე დაიპყრო. საზოგადოებას არ გამოპარვია ერთი ფაქტი, – ლეას აქამდე სულ საბავშვო ეტლით ასეირნებდნენ, ახლა კი ის თავისი ფეხით დადიოდა.
„ბავშვს სიარული სცოდნია“, – წერენ კომენტარებში.