LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ბიზნესის შენიშვნებს გაითვალისწინებს – საპენსიო რეფორმა განიხილეს

102

ჩვენ მზად ვართ, რომ ბიზნესასოციაციის მიერ გამოთქმული შენიშვნები არსებულ კანონპროექტში გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ განაცხადა, რომელიც დღეს “საქართველოს ბიზნესასოციაციის” წევრებს გააცნეს.

როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ბიზნესასოციაციის წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

“შენიშვნებს ვერ დავარქმევ, ძირითადად იყო მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ეს კანონპროექტი კიდევ უფრო და რომ უფრო მიესადაგებოდეს საზოგადოების მოთხოვნებს. კრიტიკული მოსაზრებებიც იყო, მაგრამ ძირითადად სამუშაო და კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა შეხვედრა და ჩვენ მზად ვართ, რომ ბიზნესასოციაციის მიერ გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში გავითვალისწინოთ”,- განაცხადა ჯავახაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g