LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვის მოხსნიდან მეორე დღე: ენგურის ხიდზე ძირითადად, პენსიონერები გადაადგილდებიან

130
ენგურა

ოკუპირებული გალიდან, ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნიდან მეორე დღეს ძირითადად, პენსიონერები გადმოდიან. ისინი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ პენსიას იღებენ და უკან ბრუნდებიან.

სხვა კატეგორიის მოქალაქეები კი, ჯერჯერობით აქტიურად არ გადაადგილდებიან.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველებს, ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g