ამერიკელმა მეცნიერმა მორან სერფმა ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაასახელა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ბედნიერების განცდა დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის გარემოცვაზე და არა ფინანსურ მდგომარეობაზე. გამოცემის ცნობით, ეს დასკვნა სპეციალისტმა 10-წლიანი კვლევის შემდეგ გააკეთა, რომელიც ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას შეეხებოდა.
” ადამიანები, რომლებსაც თქვენ ხვდებით ცხოვრებაში, ნამდვილად ახდენენ გავლენას თქვენს ზემოქმედებაზე რეალობასთან ისე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამის ახსნა. და ამის ერთ-ერთი გამოვლინება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თქვენს მეგობრებს ემსგავსებით”- ამბობს სერფი
მეცნიერი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება ადამიანს თრგუნავს, რის შედეგადაც ის მის ირგვლივ მიმდინარე ამბებს ვერ აკონტროლებს, ასეთ დროს კი “სწორი არჩევანის” გაკეთება მეგობრების დახმარებით გაცილებით მარტივია.