LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მეშინია, ისევ ის არ დაგვემართოს, რამდენიმე კვირა რო ვვიშვიშებთ და მერე ისტორიის ნაწილად ვაქცევთ ხოლმე ასეთ ამბებს: ანა სუბელიანი

238
150594691-10218457006003352-2676955932118462612-o

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე და მოზარდებში თვითმკვლელობაზე საუბრობს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოებას მიმართავს, გამოვიდნენ ქუჩაში და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე.

“ეს დღეებია დადუმებული ვარ. ვერაფერს ვამბობ, ვერაფრით გამოვხატავ ტკივილს და ბრაზს. ბრაზს არამარტო ამ ტრაგედიაზე, არამედ იმაზეც, რომ ტრაგედიები გვჭირდება გამოსაფხიზლებლად. ან კი გამოვფიხლდებით? ძალიან მეშინია, ისევ ის არ დაგვემართოს, რამდენიმე კვირა რო ვვიშვიშებთ და მერე კვლავ ისტორიის ნაწილად ვაქცევთ ხოლმე ასეთ ამბებს. არადა როდისღა, თუ ახლა არა! იქნებ ახლა თუ მართლა მაგრად ვიყვირებთ და რაც შეიძლება ბევრნი, იქნებ მართლა შევძლოთ რაიმეს შეცვლა, იქნებ სხვები მაინც გადავარჩინოთ.

გუშინ ატირებულმა Beka Berikashvili მა დამირეკა. ასეთი არ მახსოვს, ყველა ემოცია ერთად იყო მის ხმაში თამოყრილი, ყველაზე მეტად უსუსურობის განცდა. მაგრამ გადაწყვიტა ეს ემოცია მხოლოდ მასში ან კლავიატურაზე არ დაეტოვებინა, არც სხვისი დაორგანიზებული აქციისთვის ეცადა. მეც ვუთხარი, რომ გულწრფელი, დაუგეგმავი, სპონტანური პროტესტი ყველაზე სწორია ჩემი ღრმა რწმენით და სწორედ ასეთ პროტესტს შეუძლია სხვა ადამიანების გულებამდე მისვლა. გავიდა მარტო პარლამენტთან და ერთი კაცის აქცია მოაწყო. მეც ამიყოლია ასე და კიდევ რამდენიმე მეგობარი. თითოეული ჩვენგანი ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, რომ იგივე გააკეთონ. გააგებინონ თავიანთი ხმა სხვებსაც. მიმართონ საზოგადოებას, მთავრობას, მოითხოვონ კონკრეტული ცვლილებები. ყველას რაღაც გვაქვს სათქმელი, ძალიან ბევრი თან.
მე ჩემი მხრივ გთხოვთ,
გამოდით ქუჩებში, თქვენი პირადი სათქმელი, ტკივილი, მოთხოვნა გაგვიზიარეთ და გამოიყვანეთ გარეთ სხვებიც.
ნუ დავტოვებთ ბავშვებს მარტო!
#დუმილიკლავს #შეცვალე #პროტესტის100დღე”,-წერს ანა სუბელიანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები