LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაიამ პარლამენტის გადაწყვეტილება მანდატის შენარჩუნების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

68
FORTUNA.GE- (2)

“ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, თავისუფალი ნება იყოს აღსრულებული და ჩემი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა დავუპირისპირო “ქართული ოცნების” აღვირახსნილ უკანონო ძალადობას”,  – ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, პარლამენტის გადაწყვეტილებას მანდატის შენარჩუნების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც კორძაია ამბობს, ისე, რომ ფიციც არ დაუდია, პარლამენტმა ჯერ მისი უფლებამოსილება ცნო უკანონოდ, ახლა კი მისი ნების საწინააღმდეგოდ, პარლამენტიდანაც აღარ უშვებს:

“მე, თამარ კორძაიას, ფიცი არ დამიდია, ისე ცნო ჩემი უფლებამოსილება უკანონოდ და მერე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მიშვებს პარლამენტიდან. ამდენი უკანონობის შემდეგ მე ვიყენებ ბრძოლის კანონიერ საშუალებებს, საკონსტიტუციო სასამართლო ამას განიხილავს და დარწმუნებული ვარ, ის მაინც არ წავა მოქალაქის, ადამიანის და პოლიტიკოსის თავისუფალი ნების წინააღმდეგ”. – აცხადებს კორძაია.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ თავი შეიკავა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატები შეეწყვიტა.

პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლში გაასაჩივრა, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იყო.

პარლამენტის გადაწყვეტილება მანდატების შენარჩუნების შეასხებ ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g