LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს რა სამარცხვინო ამბავი მოვისმინე” – თაკო ჩარკვიანი გავრილოვის განცხადებაზე

140
BeFunky-collage (2)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  “ნაციონალური მოძრაობის”  წევრს, ნიკა მელიას არა მასზე თავდასხმის გამო, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის აკავებენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ეხმიანება.

“ეს რა “სამარცხვინო ამბავი მოვისმინე და ვნახე -ა ბატონო ,კომუნისტი ( ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში ნაომარი) გავრილოვი “ქართულ ოცნებას” მადლობას უხდის და უწონებს ნიკა მელიას წინააღმდეგ “ სადამსჯელო პროცესს”!!!აი სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი!!!!!!!

ჰოდა ,ყველა ვინც ხელს მოაწერს “მელიას დაჭერას”, რომელიც ხალხთან ერთად კომუნისტი გავრილოვის “ჩასმას პარლამენტში” აპროტესტებდა , ამ აქტის მომხრე ყველა.

პარლამენტარი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედია, ნუ მათ თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე ამ შემთხვევაში, ამ დროს არ ვსაუბრობთ ცხადია, რადგან, რაც არ არსებობს იმაზე ვერ ვისაუბრებთ !!!!!!!!!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g