LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში დედა ძალადობდა ჩვენზე. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ – 14 წლის გოგოს ძმა

2358
BeFunky-collage (2)

14 წლის გარდაცვლილი მოზარდის დედის ბრალდებებს სულიკო ცეცხლაძე პასუხობს. გარდაცვლილი გოგოს ძმა უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.

„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე, რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ, არც ბაბუას და არც ბიძებს არ უძალადია გოგოზე “. – განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგოს ძმამ.

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 14 წლის მოზარდის ბაბუის დაკავებას გარდაცვლილი გოგონას დედა ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და თქვა, რომ ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა დღეს, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.

ბაბუა ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა – 14 წლის მოზარდის დედა

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები