LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბუა ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა – 14 წლის მოზარდის დედა

229
BeFunky-collage (2)

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 14 წლის მოზარდის ბაბუის დაკავებას გარდაცვლილი გოგონას დედა ეხმიანება და  ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

“ბაბუა, რა თქმა უნდა, მოძალადე იყო, დარწმუნებული ვარ ამაში, 14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. რაც გამოვიარე მე, ეს მე ვიცი.

ძალიან გამიხარდა მისი დაჭერა, ჩემი შვილის ადგილას მე გამიხარდა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა”.- ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა მერი რომანაძე “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს – რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ: შს მინისტრი

14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა: სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები