საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”,-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ქობულეთში, 14 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც წარუდგინა.