LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო სექტორი ბიზნესომბუდსმენის აპარატის დაფინანსების ინიციატივით გამოდის

77
1613547621-150898438-4342582885769836-6395807784984491507-n

კერძო სექტორი ბიზნესომბუდსმენის აპარატის დაფინანსების ინიციატივით გამოდის. დღეს 10-მა ბიზნესასოციაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოთხოვნების 7 პუნქტით მიმართა, რომელიც ძირითადად შეზღუდვების შერბილებას და ეკონომიკის მეტად გახსნას გულისხმობს.

მიმართვის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ბიზნესის პოზიციაა, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნესსექტორთან პირდაპირი კონსულტაციით.

„იცით, რომ რამდენიმე თვეზე მეტია, რაც ჩვენ არ გვყვავს სრულად უფლებამოსილი ბიზნესომბუდსმენი. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას წინადადებით, რომ ბიზნესომბუდსმენის დანიშვნა მოხდეს ბიზნესთან კონსულტაციით და უშუალო ჩართულობით. ბიზნესი მზად ვართ, მივიღოთ მუშაობა ამ მოდელის დამუშავებაში და დავაფინანსოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ეს მიმართულება“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, ბიზნესომბუდსმენისა აპარატს 2018 წლიდან მიხეილ დაუშვილი ხელმძღვანელობდა. 2020 წლის სექტემბრიდან კი, რაც მიხეილ დაუშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში დასახელდა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლად ნინო კვეტენაძე დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g