პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 50 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობაა 20 ლარი როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე.